03:26 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 16:06:26, 1566 ნახვა

რეგიონი
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მოქმედ მუზეუმებში ღონისძიებები გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედ  მუზეუმებში  ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხართმცოდნეობის მუზეუმში გაიხსნა „საგაზაფხულო გამოფენა“. გამოფენაში მონაწილეობენ ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრები: ელენე ბარნოვი, მარიამ ნონიაშვილი, დადუნა ჯავახიშვილი და ანა ბერიანიძე.

„სასირეთის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო  გენერლის საოჯახო ალბომიდან ფოტოსურათების, სასირეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის  მარიამ დავითაშვილის ნამუშევრების და ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს  (ICOM) მიერ დაფუძნდა და მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მუზეუმების თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics