23:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:23:27, 565 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით დაფინანსდა 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება

ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, 600 მილიონი ლარით დაფინანსდა 2,2 მლნ-ზე მეტი მომსახურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა, ყურადღება დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თუ 10 წლის წინ, პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, 2023 წლისთვის, თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა და 30 მლნ ლარს გადააჭარბა. 

„2022 წლიდან, გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თუ გასულ წლებში პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, რაც დამატებით ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული, დღეს, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში.

2022 წლის მაისიდან, დაიწყო 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების (CGM) გადაცემა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტში გამოყოფილია 6 მილიონ ლარამდე. პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით, ამჟამად, სარგებლობს 700-ზე მეტი ბავშვი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია იშვიათი დაავადებების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი, გასული 10 წლის განმავლობაში, 3 მილიონი ლარიდან 30 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. მისი თქმით, პროგრამა ფარავს აუცილებელ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, მკურნალობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს.

„იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, ჩამოყალიბდა იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელშიც მონაწილეობენ ექიმები, სახალხო დამცველის აპარატის და ფინანსთა სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. მზადდება იშვიათი დაავადებების სტრატეგია, რომელიც იქნება ქვეყნისთვის პირველი გზამკვლევი იშვიათი დაავადებების მქონე პირების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ტრანსპლანტაციის პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა.

„2 მლნ. ლარზე მეტით უკვე დაფინანსდა ძვლის ტვინის 16 ტრანსპლანტაცია, ხოლო 400 000 ლარზე მეტით დაფინანსდა ღვიძლის 6 ტრანსპლანტაცია, თირკმლის 51 ტრანსპლანტაცია დაფინანსდა,  1მლნ ლარით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა, გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევად  დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება დაასახელა. მისი თქმით, დიალიზის სერვისი უკვე 39 დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, იგეგმება კიდევ 12 ცენტრის დამატება.

„2022 წელს, სერვისი დაემატა  მესტიაში,  ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი პროგრესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მაღალმთიან რეგიონებში ხელმისაწვდომობის მიმართულებით გაკეთდა“, - დასძინა აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics