00:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 12:59:27, 1321 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭიროს.

დოკუმენტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დასჯის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში; იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასიური განადგურება, მილიონობით უკრაინელის გადაადგილება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ათასობით უკრაინელის, მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო პერსონალის დაღუპვა...", - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში კონგრესმენები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების მუხლების დარღვევას და ამბობენ, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უპრეცედენტო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, რაც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას“.

რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას; მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში; ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; თვლის, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ცალკეული ლიდერები არიან დამნაშავეები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში და ეს მოითხოვს სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან; აღიარებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის საქმეზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics