18:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 20:28:27, 1138 ნახვა

ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე - მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება საქართველოში ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას," ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს" (KfW) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე წყალბადის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით.

გაფორმებულ მემორანდუმში გამოხატულია მხარეთა განზრახვა, ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც  მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი (მოთხოვნა–მიწოდების ჩათვლით). 

ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებს.

„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ქვეუწყებებთან ერთად და ის საპილოტე პროექტი, რომლის  მემორანდუმსაც დღეს მოეწერა ხელი, ამ აქტიური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის კარგი მაგალითია. ვფიქრობ, რომ ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში კარგი საფუძველი აქვს და ეს მიმართულებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა" - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია  შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური და სხვა საჭირო კვლევების  განხორციელება გერმანული მხარის დაფინანსებით.

„იმ შემთხვევაში, თუ კვლევებით დადასტურდება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობა, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს მწვანე წყალბადის გენერაციის სადგურის მშენებლობას და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების მიზნით, სადგურის მიერ გამომუშავებული მწვანე წყალბადის მიწოდებას ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ეკოლოგიური წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაში", - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics