|
2023-05-16 13:28:06, 627 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 10 წლის გახდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 10 წლის გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ, იუბილესთან დაკავშირებით, უწყების 10-წლიანი მუშაობა შეაფასა და იმ თანამშრომლებს, რომლებიც დეპარტამენტში 2013 წლიდან დღემდე მუშაობენ, გაწეული ერთგული სამსახურისთვის მადლობის სიგელები გადასცა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც გარემოს დაცვას 10 წელია ერთგულად ემსახურება. დეპარტამენტის ეფექტური და წარმატებული საქმიანობა, სწორედ ამ გუნდის კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგია. დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალშიც მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელებენ გარემოსდაცვით კონტროლს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2013 წელს შეიქმნა. დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, 8 რეგიონული სამმართველოსა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მეშვეობით. დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა 854 ერთეულია. დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად ახორციელებენ რეგულირების ობიექტების გეგმიურ და არაგეგმიურ ინსპექტირებას, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები კი, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტურობის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ხდება უწყების შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, თანამშრომლების პერიოდული გადამზადება და მათთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. უახლოეს მომავალში ქუთაისსა და თელავში ახალი რეგიონული ოფისების მშენებლობაა დაგეგმილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)