|
2023-05-16 12:13:04, 1177 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ BOG sCoolApp-ს უკვე 65 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს
ყველაზე თანამედროვე და ციფრული თაობისთვის „საქართველოს ბანკმა“ ფინანსური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი სულ რამდენიმე თვის წინ შექმნა, თუმცა, დღეს აპლიკაციას უკვე 65 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი BOG sCoolApp-ის მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ თვალი ადევნონ საკუთარ ჯიბის ფულს, შეივსონ მობილურის ბალანსი, გაუგზავნონ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა მშობლებს, მარტივი და სახალისო გზით განახორციელონ გადარიცხვა მეგობრებთან, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ოლიმპიადებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ყულაბის ფუნქციის მეშვეობით ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ ფულის დაგროვება, აისრულონ დასახული მიზნები და არ გაჩერდნენ. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, რომ ყველაზე ციფრული, თანამედროვე და თავისუფალი თაობისთვის შექმნას განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება მათ, მომავალში მიიღონ უკეთესი, უფრო გონივრული და გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება BOG sCoolApp-ის შექმნაც, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საკუთარი ფინანსების განკარგვის სრულ თავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათში ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბებას და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მარტივი ეკონომიკური პრინციპების გათავისებას. ჩვენი ინიციატივის ეფექტურობაზე კი მოსწავლეების მხრიდან მუდმივად მზარდი ინტერესი მეტყველებს. დღეს, BOG sCoolApp-ს 65 000-ზე მეტი ახალგაზრდა იყენებს და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, არის ის, რომ მათი რაოდენობა დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. „საქართველოს ბანკის“ გუნდი აქტიურად აგრძელებს აპლიკაციის ფუნქციონალის დახვეწაზე მუშაობას, რათა ის მოსწავლეების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული გახადოს. აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)