|
2023-05-15 23:25:44, 970 ნახვა
საზოგადოება
„უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა
"უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანის ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. აქციის ორგანიზატორის და იურისტის, კახა წიქარიშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ქალაქები და სოფლები ნადგურდება, არ გვაქვს უფლება იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ ვიმგზავროთ რუსეთში კომფორტულად. კახა წიქარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მათთან კომუნიკაციაში შევა, აქციის ორგანიზატორები მზად არიან ნებისმიერ ფორმატში წარმოუდგინონ პოზიციები და არგუმენტები. "იმ დროს, როდესაც ნადგურდება უკრაინის ქალაქები და სოფლები, არ გვაქვს უფლება იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ კომფორტულად ვიმგზავროთ რუსეთში. მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოცხადებულია საერთაშორისო დამნაშავედ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მივიღოთ მისი საჩუქრები. ფრენების აღდგენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ქვეყანას აყენებს სანქციების რისკის ქვეშ", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)