21:48 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 22:05:34, 891 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ 100 წლის იუბილე პედაგოგს და ომის ვეტერან ქეთევან ლორიას მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ქეთევან ლორიას 100 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ქეთევან ლორია ომის ვეტერანია და პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს.

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ქეთევან ლორიას 1000 ლარი გადაეცა. სამინისტროს აღნიშნული პროგრამით მიმდინარე 2023  წელს, აჭარაში მცხოვრები 100 წელს გადაცილებული 50 მოქალაქე ისარგებლებს.

ამ დროისთვის, აჭარის რეგიონში ყველაზე უხუცესი ქალბატონი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 108 წლის  ფატყუმე დიასამიძეა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics