21:48 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 16:59:37, 956 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და  საპატრულო პოლიცია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

მისამართზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და  საპატრულო პოლიცია",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics