|
2023-05-15 10:28:29, 642 ნახვა
მსოფლიო
ქილიჩდაროღლუ - არჩევნების მეორე ტურში გავიმარჯვებთ
ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში,- ამის შესახებ თურქეთში, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა. ქილიჩდაროღლუ მოქმედი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და და თქვა, რომ "არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ". „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში. არავინ უნდა იყოს აღტაცებული შესრულებული საქმით. არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ“,- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ერდოღანმაც. პრეზიდენტობის კანდიდატმა ანკარაში შეკრებილ მხარდამჭერებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა პარტიის შენობის აივნიდან გადაუხადა. შეგახსენებთ, გუშინ, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცეების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ. არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)