|
2023-05-15 10:21:57, 581 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. "დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას დედამიწაზე და ცაში. დღეს ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ დელეგაციებთან ცალსახა მოლაპარაკებებს გავმართავთ",- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთამდე საფრანგეთსა და გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. ზელენსკი ბერლინს გუშინ, 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)