|
2023-05-14 14:19:53, 801 ნახვა
მსოფლიო
ქემალ ქილიჩდაროღლუ - თურქეთში დემოკრატია აღდგება
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმა დედაქალაქ ანკარის დაწყებით სკოლაში მისცა. კენჭისყრის შემდეგ, მან პირობა დადო, რომ აღადგენს დემოკრატიას თურქეთში მას შემდეგ, რაც ბევრი მიიჩნევს ავტორიტარიზმისკენ სვლას. ”ჩვენ ყველას გვაკლდა დემოკრატია”, - განუცხადა სეკულარულმა ლიდერმა ჟურნალისტებს. „ნახავთ, ღმერთმა ქნას, გაზაფხული მოვა ამ ქვეყანაზე“. ქემალ ქილიჩდაროღლუ არის რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) თავმჯდომარე, რომელიც დააარსა მუსტაფა ქემალ ათათურქმა - თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა მაღალი იქნება. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი, ოპოზიციური სახალხო ალიანსის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, მემლეკეტის პარტიის თავმჯდომარე მუჰარამ ინჯე, ატას ალიანსის წევრი სინან ოგანი. თურქეთის არჩევნები 2023 წელს მთავარს უწოდებენ. თურქეთის მომავალი როლი ნატოსა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, ასევე ქვეყნის ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან იქნება დამოკიდებული გამარჯვებულ კანდიდატზე. გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანს მხარს ამომრჩეველთა 43,7%, კილიჩდაროღლუს 49,3% უჭერს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტურით, რომელიც შეიძლება 28 მაისს ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)