21:47 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 17:08:39, 915 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელა და სექტორის განვითარებისთვის მათი რეკომენდაციები მოისმინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო  დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს და ამ მიმართულებით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, დაგროვილ გამოცდილებას. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. საუბარი შეეხო, ექიმების კვალიფიკაციისა და განათლების საკითხებსაც. ასევე, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებსაც.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ “მრჩეველთა საბჭო” ყოველთვიურად შეიკრიბება, სექტორში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics