|
2023-05-12 16:22:23, 1136 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - მოსკოვის უკრაინაში დამარცხებით პეკინმა, შესაძლოა, გეოპოლიტიკური უპირატესობა მოიპოვოს
მოსკოვის უკრაინაში დამარცხებით პეკინმა, შესაძლოა, გეოპოლიტიკური უპირატესობა მოიპოვოს,- აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის წერილში, რომელის შინაარსაც Financial Times-ი ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ჩინეთის ამბიცია აშკარად არის ახალი მსოფლიო წესრიგის აშენება. "ჩინეთის საკითხი გაცილებით კომპლექსურია ვიდრე რუსეთის საკითხი. ჩინეთს აქვს ცხადი ამბიცია ააგოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლის ცენტრშიც თავად იქნება… უკრაინაში რუსეთის დამარცხება ჩინეთს ამ გზიდან არ გადაახვევინებს. ჩინეთი შეძლებს ამით გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას", - წერს ბორელი. ბორელის თქმით, ევროკავშირი არ უნდა ეცადოს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ახლადგამოსული ქვეყნების მზარდი ძალაუფლების დაბლოკვას. მისივე თქმით, ბრიუსელმა უნდა გაითვალისწინოს ჩინეთის გავლენა დაბალშემოსავლიან ქვეყნებთან ურთიერთობისას და არ უნდა მოელოდოს ამ სახელმწიფოებისგან "ერთი ან მეორე მხარის არჩევას". "ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბევრი ქვეყანა ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენას დასავლეთისა და შესაბამისად, ევროპის საპირწონედ თვლის. ისინი შეეცდებიან მხარეების არჩევის გარეშე მანევრირებისთვის სივრცის დატოვებას",- ვკითხულობთ წერილში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)