|
2023-05-12 16:19:10, 797 ნახვა
საზოგადოება
„მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია“ - გიორგი შაიშმელაშვილი თავდაცვის უწყებას სამოქალაქო პოზიციის გამო გათავისუფლებაში ადანაშაულებს
რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია, - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი შაიშმელაშვილი და თავდაცვის სამინისტროს, სამოქალაქო პოზიციის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, უწყებაში სამსახურიდან დათხოვის მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს. "რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრმა, აი, იმან ლიბერალიზმს რომ მიიჩნევს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ და ჯარიც, ალბათ, ლიბერალებთან ბრძოლის იარაღი ჰგონია, სამსახურიდან გამათავისუფლა. რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია. ცხადია, ეს პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ გათავისუფლების ფორმალური საფუძველი, იმდენად ნაჩქარევად მომზადებული და აბსურდულია და თან დროშიც ამ ამბებს ემთხვევა, რომ სხვა ვარაუდის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს. რაც შეეხება ფორმალურ მხარეს: 1. დამითხოვეს რეორგანიზაციით, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ერთ შტატზე, ანუ ჩემი - დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატზე გამოაცხადეს და ის სამხედროდ გადააკეთეს; 2. იმ ფონზე, როცა სამოქალაქო ოფისის არცერთ წამყვან დეპარტამენტში არ ჰყავთ სამხედრო შტატის მოადგილე, სადაც მართლა სჭირდებათ ამ კვალიფიკაციის ხალხი, ჩემთან რატომ გადაწყვიტეს გაუგებარია; 3. ეს დეპარტამენტი იყო სამოქალაქო ოფისში ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა მოადგილის მხოლოდ ერთი შტატი და სურვილის შემთხვევაში, სამხედრო მოადგილის დამატება შეიძლებოდა აბსოლუტურად უპრობლემოდ; 4. თუ მეორე მოადგილეს რამე მიზეზით ვერ ამატებდნენ, რეორგანიზაციის მომენტში დეპარტამენტში არსებობდა რამდენიმე ვაკანსია მათ შორის სამმართველოს უფროსის მოადგილის, უპრობლემოდ შეიძლებოდა იმ შტატების გადაკეთება სამხედროდ, თუ მაინცდამაინც სამხედროს ყოფნის ამოცანა ედგა ვინმეს. ახლა დავუშვათ, რომ მე ვერ ვართმევდი რამეს თავს, აქ მე რას ვფიქრობ ჩემ თავზე კი არა, თავდაცვის სამინისტროსვე დადგენილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ფაქტები: 1. მარტო ბოლო წელიწადში რამდენიმე ჯილდო და მადლობა მაქვს მიღებული; 2. არც ერთი სიტყვიერი შენიშვნა; 3. ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტი (NDU), სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მაგისტრატურა - GPA 3.94/4.00 (ამ ბოლოს ჩვეულებრივ ვითარებაში არ დავწერდი, რადგან GPA არ მიმაჩნია მთავარ ამბად განათლებაში, უბრალოდ ესეც გაზომვადი ინდიკატორია). აქვე შეგახსენებთ, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა სწავლა სწორედ იმ მიზნით დამიფინანსა, რომ თავდაცვის სამინისტროში მემუშავა. თუმცა, დღეს მგონი ამერიკაში განათლება "კომპრომატად"იქცა ქვეყანაში და თუ გგონიათ, რომ თავდაცვის "ლიდერშიპამდე" არ აღწევს ეგ განწყობები, ცდებით. მოკლედ, მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც საჯარო სამსახურიდან უსამართლოდ უშვებენ. სქემა მარტივია, რომელიღაც დაწინაურებული "მლადში ოპერი" თავის არსებობა, რომ გაამართლოს, დაწერს "ცნობას" და მიიტანს "ცეხავიკ" უფროსამდე, რომელსაც ფულის კეთების გარდა არც არაფერი აინტერესებს, მაგრამ რადგან მისი ძალაუფლება "მლადში ოპერის" თვალზე და ყურზე დგას, ხანდახან უნდა დაეთანხმოს შეტანილ ცნობას. თანხმობის შემდეგ ხდება საინტერესო, როგორც წესი, "ოპერი" და "ცეხავიკი" არსად ჩანან და საქმეს "საჯარო მოხელეები" ამთავრებენ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ეს მოხელეები (შე)უცვლელი ხალხია დღეს "ქოცები" არიან, გუშინ "ნაცები" იყვნენ და ასე იქნება, ალბათ, კიდევ მომავალშიც. და ბოლოს, პატიოსან საჯარო მოხელეებს და სამხედროებს, მადლობა სამსახურისთვის", - წერს შაიშმელაშვილი.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)