|
2023-05-12 12:19:10, 751 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შეიქმნა
თბილისში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის „ქართული ღვინო" პრეზენტაცია გამართა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის აღნიშნული პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უძღვებოდნენ. „ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შესახებ კვალიფიციური განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია ღვინის სექტორის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. როგორც შალვა ხეცურიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სასწავლო პროგრამა შექმნილია სპეციალურად ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის. „პროგრამის მიზანია, ღვინის პროფესიონალებმა საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ცოდნას, რაც საჭიროა მომხმარებელთათვის ქართულის ღვინის გასაცნობად როგორც საქართველოში, ისე საექსპორტო ბაზრებზე”, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა. ახალი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 7 თვეა. პროგრამა სრულდება გამოცდით და აქვს ორი საკვალიფიკაციო დონე. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია; სწავლა დაიწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მსურველებს სხვადასხვა საგანს 25 ლექტორი შეასწავლის. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) შეიქმნა 2003 წელს; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA არის საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორი, მათ შორის - International Sommelier, WSET და სხვ. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიაზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)