|
2023-05-12 09:22:33, 707 ნახვა
საზოგადოება
არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა. „ჩვენ დავკარგეთ 32 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, გვყავს ასობით დაჭრილი და რომ არ მიგვეღო მისიის დატოვების დროულად გადაწყვეტილება, პრობლემა შეიქმნებოდა“, - აღნიშნა მან. მინისტრის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა პორტუგალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მისიის დატოვებაში გაწეული დახმარებისთვის. „ბოლო საათები იყო ფაქტიურად, სანამ იქ დაისადგურებდა ანარქია და ჩვენ მოვახერხეთ და დავეხმარეთ მათაც კი, მისიის დატოვებაში. ცენტრალური აფრიკის შემთხვევაში, ევროკავშირის მისიაში ჩვენ 2014 წლიდან ვმონაწილეობთ, წელს იწურებოდა ჩვენი მისიის ვადა, სექტემბერში და ფრანგებმა, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ მისიის და ჩვენ ფაქტიურად მათი ფრთის ქვეშ ვიყავით, დატოვეს მისია. გაზრდილი რისკები, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამოდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, რამოდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)