|
2023-05-12 09:14:27, 615 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ახალი კოდექსი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად კომფორტზეა გათვლილი - ჯუანშერ ბურჭულაძე
თავდაცვის ახალი კოდექსის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, ახალი კოდექსით თავდაცვის უწყებაში არსებული ხარვეზები თუ გამოწვევები აღმოიფხვრება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსით კარგი შედეგი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმართულებით და აღმოიფხვრება ის გამოწვევა, „რასაც გირჩი ქადაგებს“. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყნისთვის დიდი გამოწვევააა, როდესაც პირობითად 20 ათასი პოტენციური გასაწვევიდან წელიწადში 13 ათასი თავისუფლდება, თავს არიდებს სამხედრო სამსახურს რელიგიური მიზეზით. „ეს აღარ იქნება მომავალში. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს. არ მინდა საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რომ ეს მიზანი არის ის, რომ ჩვენ ტოტალურად დავიწყოთ გაწვევები. ჩვენ, ერთის მხრივ, მიზანი გვაქვს, შევქმნათ დიდი და ძლიერი რეზერვი - საზოგადოების დიდ ნაწილს ეცოდინება როგორ მოიქცეს ამა თუ იმ კონფლიქტურ სიტუაციაში. მეორეს მხრივ, რასაც თავად „გირჩი“ ასე ვთქვათ ქადაგებს - ჯარი უნდა გახდეს პროფესიული და ნებაყოფლობითი“, - განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა წვევამდელების ანაზღაურებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2025 წლის პერსპექტივაში ანაზღაურება უნდა გახდეს ისეთი, რომ ადამიანისთვის ჯარში წასვლა არ იყოს შემაფერხებელი ფაქტორი. ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით „გირჩსაც" უპასუხა: „რადიკალიზმი და კატეგორიულად აზროვნება დამახასიათებელი თვისებაა ჩვენი ოპოზიციის და ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება“. მისივე განცხადებით, ახალი კოდექსით სავალდებულო სამსახური მოქალაქეებისთვის უფრო მარტივდება, უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული ხდება. „ფაქტიურად, ჩვენ არ ვტოვებთ კრიტიკის სივრცეს. თუ თქვენ მოვლენებს დააკვირდებით და მას შემდეგ, რაც ჩვენ კანონპროექტი შევიტანეთ საკანონმდებლო ორგანოში, ფაქტობრივად, ობიექტური კრიტიკა ვერ გამოითქვა ვერაფერზე. ერთადერთი მექანიზმი ახლა რაც დარჩათ, აპირებენ ხელოვნურად დროის გაწელვას. თუმცა, ჩვენ მარტივად არ დავთმობთ ამ საკითხსაც და შინაარსობრივ პრიმატში შევალთ. იქ სადაც დავინახავთ, რომ ხელოვნურად აფერხებენ კოდექსის მიღებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტა, თავდაცვის ახალი კოდექსით თუ რამდენად ექვემდებარებიან სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, რასაც სწორედ „გირჩის“ მიერ შექმნილი ე.წ.ეკლესია ითვალისწინებდა. მინისტრმა სასულიერო პირებთან მიმართებაში ეს საკითხიც განიხილა და აღნიშნა: „კონსტიტუციური რისკები აბსოლუტურად ყველაფერი გათავისებული გვაქვს. არც აქ დაგვიტოვებია სამართლებრივი რისკების სივრცე. გავითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონსტიტუციური სარჩელი და არავინ არ არის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული რელიგიის შემთხვევაში“. როგორც მინისტრმა განმარტა, თავდაცვის ახალი კოდექსით სასულიერო პირებს ალტერნატიული სამსახური ექნებათ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)