|
2023-05-11 14:26:52, 963 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აშშ-ის შინაგან დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ევროპასა და აზიაში ანტონელა ბასანის, 30 წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკის მხრიდან, მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავცელებს. „ 2014 წლიდან, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებების, ასევე, მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო პოლიტიკისა და პროცედურების გაუმჯობესებას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები ამ მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა მინისტრმა. ოთარ შამუგიამ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა და მიღწეული პოზიტიური შედეგები, იქნება სტიმული მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მსგავსი მასშტაბური პროექტები გაგრძელდეს. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2023 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ახალი საინვესტიციო პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ (GRAIL), რომელიც მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. პროექტის ჯამური ღირებულება 150 მლნ ევროა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ანტონელა ბასანიმ დადებითად შეაფასა მინისტრის უშუალო ჩართულობა მსოფლიო ბანკის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. შეხვედრას, მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)