|
2023-05-10 23:12:50, 795 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - უფრო სახიფათო მომავლისთვის ვემზადებით
ვემზადებით უფრო სახიფათო მომავლისთვის და უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა დავიცვათ ჩვენი მილიარდი მოქალაქე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპაში მაღალი ინტენსივობის ომი დაბრუნდა, გლობალური კონკურენცია იზრდება და ავტორიტარული რეჟიმები გამოწვევას უქმნიან დასავლურ ღირებულებებს და ინტერესებს, აქედან გამომდინარე ის ელოდება, რომ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის ხელმძღვანელები თავდაცვის ახალ ინვესტიციებზე შეთანხმდებიან. „ჩვენ ერთად ვივარჯიშებთ, უფრო მეტ ძალას განვათავსებთ უფრო მაღალ მზადყოფნაზე ჩვენი „ახალი ძალების მოდელის“ მეშვეობით და გავაძლიერებთ ჩვენს სარდლობისა და კონტროლის სტრუქტურას – ჩვენი ალიანსის ხერხემალს. მე ველოდები, რომ მოკავშირეები მხარს დაუჭერენ ამ რეგიონულ გეგმებს, ძალებსა და სტრუქტურებს ივლისში ვილნიუსის სამიტზე. და ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რესურსები. მე ასევე ველოდები, რომ როდესაც ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები შეხვდებიან ვილნიუსში ივლისში, ისინი შეთანხმდებიან თავდაცვის ახალ ინვესტიციებზე. ესაა მშპ-ს ორი პროცენტი, როგორც მინიმუმი, რომელიც უნდა ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში. მე ასევე ველოდები, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატოს თავდაცვის წარმოების ახალ სამოქმედო გეგმას, რათა უზრუნველყონ, რომ ნატოს ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ეს ინვესტიცია და წარმოების შესაძლებლობები ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)