05:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 17:15:04, 800 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული მეხორბლე ფერმერებისა და რეალიზატორების მხარდასაჭერად, პურის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებიდან გამომდინარე მოხდება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხდებაშია აღნიშნული, პარალელურად, მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებმა მოახდინონ მიღებული მოსავლის რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი.

"რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი; თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვია. 

მეხორბლე ფერმერები და რეალიზატორები, პროდუქციის რეალიზაციას არ ახდენენ, რადგან მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის.

სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ხორბლის მწარმოებლებთან, მეხორბლეთა, მეპურეთა ასოციაციების და წისქვილკომბინატების წევრებთან.

ქართული ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ხორბალთან მიმართებაში მოიხსნა ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა.

ამ ეტაპზე, სამინისტროში მუშავდება დამატებითი ღონისძიებების გეგმა, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ.

საქართველოში ხორციელდება ფქვილის იმპორტი, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე ხორბალი. იაფი ფქვილის იმპორტი შესაძლებელს ხდის, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს იაფი პურით და პურპროდუქტებით",- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics