|
2023-05-10 10:28:23, 824 ნახვა
საზოგადოება
ვანის რესურსცენტრი - სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეს გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენაში ედება ბრალი, თანამდებობა დატოვა
არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში ფიგურირებს, დაკავებული თანამდებობა 5 მაისს დატოვა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების მიმართ. მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შესაბამისი უწყებების მიერ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. ამასთან, 7 მაისს, სახალხო დამცველის აპარატმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მიუწოდა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)