|
2023-05-10 10:20:12, 1147 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media'' ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთიდან და სინგაპურიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. ტურის ფარგლებში, 14-კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისში გამართულ ბუნებრივი ღვინოების ყოველწლიურ ფესტივალზეც „ZERO COMPROMISE", სადაც შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 100-მდე მწარმოებლის პროდუქციას. ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს. „როდესაც ვსაუბრობთ აზიაზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ქართული ღვინის სხვადასხვა ბაზარი - შანხაი, პეკინი, ჩენგდუ, ტაივანი, ჰონგ-კონგი, სინგაპური, კორეა და იაპონია. ამ ბაზრებიდან, თითოეულს აქვს განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული განვითარების დონე და ქართული ღვინის შესახებ განსხვავებული ცოდნა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია მწარმოებლებისთვის, რადგან ამ ბაზრებზე ყველასთვის არის ადგილი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართულ ღვინოებზე მუშაობისას, შესამჩნევია ხარისხის საოცარი ზრდა, საერთაშორისო გემოს და სტილის გაცნობიერება, ასევე, ეტიკეტების, წარდგენის სიზუსტე", - აღნიშნა დებრა მეიბურგმა. აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ჩინეთი, რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად. ჩინეთში, ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)