|
2023-05-10 09:58:07, 1376 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს
საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. „PMC Wagner არის რუსული კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც დააარსა ევგენი პრიგოჟინმა 2014 წელს. PMC მებრძოლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ უკრაინის კონფლიქტში, რაც არაერთხელ დაადასტურა, როგორც პრიგოჟინმა, ისე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთში დაქირავებული საქმიანობა აკრძალულია კანონით: სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას (სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლი), პირის დაქირავება, მომზადება, დაფინანსება. ასევე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში - 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში PMC-ების სფეროს მარეგულირებელი სხვა კანონები არ არსებობს”,- აღნიშნულია რეზოლუციაში. როგორც, ფრანგმა დეპუტატმა, ბენჯამინ ჰადადმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ვაგნერის“ წევრები არასტაბილურობას და ძალადობას ავრცელებენ. ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით. „სადაც არ უნდა მუშაობდნენ, „ვაგნერის“ წევრები ავრცელებენ არასტაბილურობასა და ძალადობას. ისინი კლავენ და აწამებენ. ისინი ხოცავენ და ძარცვავენ. ისინი აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით. ეს რეზოლუცია და მისი ევროპული ფარგლები მიზნად ისახავს „ვაგნერის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას. მისი ევროკავშირის სიაში დამატებას ექნება გავლენა ყველა დაინტერესებულ მხარეზე, ბანკებზე, რომლებიც მის საქმიანობას შესაძლებელს ხდის", - განაცხადა ჰადადმა. ცნობისათვის, გუშინ გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ოფიციალურად შეიყვანოს.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)