|
2023-05-09 16:42:15, 1038 ნახვა
საზოგადოება
ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა
ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა. განახლებული მოედანი დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე. „ჟვანიას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. იდენტიფიცირებული გვაქვს 12 კვანძი, რომელიც გადაადგილებისა და გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. დავიწყეთ არსებული კვანძების მოწესრიგება. ჟვანიას მოედანზე გაჩნდა საავტობუსო ზოლი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე საათში, დაახლოებით, ავტობუსების ჩათვლით, 1 400 ავტომობილი გადაადგილდებოდა. ეს რაოდენობა შენარჩუნებულია, უბრალოდ დამატებულია საავტობუსო ზოლი. დღეს გამტარუნარიანობა მეტია იმის გათვალისწინებით, რომ საავტობუსო ზოლი ცალკეა გამოყოფილი. გარდა ამისა, მოედანზე გამწვანდა თარგები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და საკმაოდ სასიამოვნო სივრცე გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო მიწის ქვეშ ჩავიდა მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე 30 ჭა; დაიგო 4700 კვ.მ ასფალტის საფარი; მოეწყო განცალკევებული საავტობუსო ზოლები; გაფართოვდა და კეთილმოეწყო გაჩერებები; დამონტაჟდა მოსაცდელები და საინფორმაციო ტაბლოები; განახლდა ტროტუარები; შეიცვალა შუქნიშნების სისტემა; დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც დაკავშირებულია 112-ის მართვის ცენტრთან; გაცალმხრივდა ისაკაძისა და ონიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა; მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი შარტავასა და კანდელაკის ქუჩების კვეთაზე; მოწესრიგდა საპარკინგე სივრცე; არსებულს დაემატა დისტრიბუციის და ტაქსის საპარკინგე ადგილები; განახლდა გარე განათების ქსელი. კერძოდ, დამონტაჟდა 15 LED განათების ბოძი, აქედან 2 ერთეული 12-მეტრიანი თანამედროვე სტილის, მრავალსანათიანი ბოძი; მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები სარწყავი სისტემით და შესაბამისი გამწვანებით. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 100-მდე ძირი ნერგი დაირგო და ბალახი დაითესა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)