|
2023-05-09 15:01:29, 825 ნახვა
მსოფლიო
CNN - მოსკოვში აღლუმი ერთი ტანკით და ავიაციის მონაწილეობის გარეშე გაიმართა
დღეს, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე "გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მექანიზებულ კოლონას მხოლოდ ერთი ტანკი მიუძღოდა წინ. ამის შესახებ CNN წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ერთადერთი ტანკი იყოT-34-ის ტიპის საბჭოთა ეპოქის მანქანა, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. "2022 წლის აღლუმზე T-34-ს თან ახლდა რამდენიმე უფრო თანამედროვე T-90-სა და T-14-ის ტიპის ტანკები. დღეს არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო Tigr-M და VPK-Ural ჯავშანტექნიკა, მაგრამ მთავარი აქცენტი ქვეყნის უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემა - S-400-ზე და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სისტემა - Yars-ზე გაკეთდა",- წერს CNN. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის იფორმაციით, საზეიმო აღლუმზე 125 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი. როგორც CNN იწყება, წითელ მოედანზე აღლუმის საავიაციო ნაწილი ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა. ცნობისთვის, მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მძღვნილი აღლუმი, დაახლოებით, 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, წინა წლებში ღონისძიების ხანგრძლივობა საათნახევარს აღწევდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)