03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 14:56:27, 1301 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს

ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტთან საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების საკითხი განიხილა.

"უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას რუსული აგრესიისგან. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი. ამ კონტექსტში, ურსულას დღეს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics