|
2023-05-09 11:00:30, 1019 ნახვა
მსოფლიო
ISW - პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმით აჩვენოს, რომ ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს, რომ 9 მაისის "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ცენტრალურ აზიაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვში, 9 მაისის ღონისძიებას ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არიან: ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, ჯაფაროვის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 23 აპრილს გავრცელდა, მაშინ, როდესაც თოყაევის, მირზიოევისა და რაჰმონის ვიზიტის შესახებ მედიაში ცნობები მხოლოდ გუშინ, 8 მაისს გაჩნდა. TASS-ის ცნობით, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ღონისძიებაზე ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი, თუმცა მისი მონაწილეობა ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის. როგორც ISW მიმოხილვაში უთითებს, 2022 წელს მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმს არც ერთი უცხოელი ლიდერი არ დასწრებია. ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა კი, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ღონისძიების გამართვაზე უარი განაცხადეს. ISW ვარაუდობს, რომ ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გვიან გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ძალისხმევის მიუხედავად, მათ არ სურთ, რუსეთის ომს პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადონ.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)