|
2023-05-08 20:30:36, 1018 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ელექტრონიკის მიწოდებისთვის, ჩინეთის კომპანიები შესაძლოა ევროკავშირის სანქციებს დაექვემდებარონ
ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დააწესოს რამდენიმე ჩინურ კომპანიას რუსეთისთვის ელექტრონიკის მიწოდების გამო. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის წარმოებაში. ამის შესახებ Financial Times იტყობინება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს შესაძლოა დაემატოს შვიდი კომპანია ჩინეთიდან, მათ შორის ორი მატერიკიდან - ეს არის 3HC Semiconductors და King-Pai Technology, ასევე ხუთი ჰონგ კონგიდან - Alpha Trading Investments, Sinno Electronics, Sigma Technology, Asia Pacific Links და Tordan Industry. ეს კომპანიები დაკავებულნი არიან მიკროჩიპების, ნახევარგამტარების და სხვა ელექტრონიკის წარმოებით. ასევე, სანქციების ქვეშ შეიძლება მოხვდეს ორი მწარმოებელი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და ერთი სომხეთიდან. აღნიშნულია, რომ შეზღუდვები შესაძლოა ირანულ კომპანიებსაც შეეხოს. ჩამოთვლილი ჩინური კომპანიებიდან ზოგიერთი უკვე აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. თუ ახალი შეზღუდვები მიიღება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი მათ მიმართავს ჩინეთის კომპანიებს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის ნაწილი. ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში შედიოდა 121 ფიზიკური და იურიდიული პირი.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)