|
2023-05-08 09:57:13, 806 ნახვა
საზოგადოება
„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს
„ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვანად დააზიანა. ეროვნული სატყეო სააგენტო „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები. „ქუთაისის მუხნარის ტყესთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმებს განვიხილავთ, არამედ ტერიტორიის განვითარების იმ მოდელს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. წელს დავიწყებთ ტერიტორიის შესწავლას, მომზადედბა რეკრეაციული განვითარების გეგმა, რაც კერძო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებისთვის დამატებითი სტიმული იქნება”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგნტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა. პერიმეტრი სრულადაა შეღობილი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)