|
2023-05-07 16:40:24, 1299 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ სტამბოლში ათიათასობით მხარდამჭერი შეკრიბა
თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ სტამბოლში საარჩევნო მიტინგი გამართა. მის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი და 5 ოპოზიციური პარტიის ლიდერი მივიდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, შაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა სტამბოლში თურქეთის ოპოზიციისა და რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერის ქემალ კილიჩდაროღლუს მხარდასაჭერად, მონაწილეობა მიიღო საარჩევნო მიტინგში მალთეფე ორჰანღაზის ქალაქის პარკში. მის გარდა იყვნენ ოპოზიციური ალიანსის 5 სხვა პარტიის ლიდერებიც, სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ და ანკარის მერი მანსურ იავაში, ქილიჩდაროღლუს თანაპარტიელი. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მას. კილიჩდაროღლუ ცვლილებებს ჰპირდება და ეს სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იზიდავს მისკენ: _"მოახლოებული არჩევნები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ბოლო არჩევნებია. იმედი მაქვს, ეს სისტემა შეიცვლება." ბოლო 20 წელია ჩვენი უფლებები, სამართლიანობა, თავისუფლება - ეს ყველაფერი თანდათან ქრება და ქრება. ზოგიერთი უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქემალ კილიჩდაროღლუ პირველად უსწრებს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავს - ჯერ როგორც პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი სახელმწიფოს მეთაური. ერდოღანი თავის წინასაარჩევნო აქციას კვირას სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ეროვნულ ბაღში გამართავს. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)