12:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 13:47:07, 1149 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მსოფლიოში ღირებულებების ომი მიდის - საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს უნდა ვიყოთ

ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა ჩვენი მხრივ სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ღირებულების ომში, საქართველო არა  არაჯანსაღი პროპაგანდის, არამედ იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს უნდა დადგეს.

"თანამედროვე სამყაროში თუკი რამე გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც გუშინ პრემერ-მინისტრმა ისაუბრა, ეს არის და ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებს ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი და ამ გამოწვევასთან საბრძოლველად, ბევრი ადამიანი, პოლიტიკოსი საუბრობს. არ არის ირაკლი ღარიბაშვილი არც პირველი, არც ბოლო, ვინც ამ გამოწვევებზე ილაპარაკებს.

ეს არის უსერიოზულესი პრობლემა - ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა ჩვენი მხრივ სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს, რომ ამ ბრძოლაში, ამ ღირებულების ომში, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ ხოლმე, მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას, რაშიც აბსოლუტურად შეუვალები ვართ და ასე შემდეგ.

გუშინ, საქართველოში ცოტა სხვაგვარად დალაგდა ამბავი. "ნაცმოძრაობის" კლასტერმა თავიდან ბოლომდე - მედია, პოლიტიკოსები - მიზნად დაისახა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკები არავის გაეგო. მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რა ილაპარაკა პრემიერ-მინისტმა, უბრალოდ დაუმალეს, იციან მხოლოდ შეფასებები",- განაცხადა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით  მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics