10:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 10:50:41, 1282 ნახვა

რეგიონი
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუს და აჭარის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუს და აჭარის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თუ რატომ ბათუმი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ATM Yearbook 2023-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ ბათუმი დამსახურებულად ატარებს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნეს მიმართულების სტატუსს და ის ოთხივე სეზონზე მიმზიდველია თავისი უნიკალური კულტურით, ტრადციებით, ხელშეუხებელი მწვანე ბუნებითა და მშვენიერი ზღვის სანპიროთი.

„ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს შესაძლებლობებით. ბათუმი ყოველთვის იქნება ძველისა და თანამედროვეს ნაზავი.

ბათუმი აგრძელებს განვითარებას, ამიტომ თანამედროვე შენობებთან ერთად  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიული ადგილების რეაბილიტაციასა და ძველი ქალაქის კონსერვაციას.

ბათუმი გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილებით, ასევე თავისი ბიზნეს-მეგობრული გარემოთი. საქართველომ და აჭარის რეგიონმა შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა გლობალური გამოწვევების წინაშე და  საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და სწორი კურსის დაცვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონში" - ნათქვამია ATM Yearbook 2023-ში გამოქვეყნებულ თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სახელმწიფო მინისტრთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.  დუბაიში ასევე მიმდინარეობს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც აჭარაა წარმოდგენილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics