|
2023-05-04 11:25:37, 1365 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ზელენსკი დღეს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდება. "მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჰააგაში სიტყვით გამოვიდეს "არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე", ასევე ის ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინაში ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს",- წერს RBC-Ukraine. ამასთან, როგორც მედია წერს, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ნიდერლანდებში, სახელმწიფოს მეთაურის რანგში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტთან, საულ ნიინისტესთან მოლაპარაკება გამართა.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)