|
2023-05-03 22:24:53, 897 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე - იმ სივრცეში, სადაც პაციენტი სააკაშვილი იმყოფება, არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა
იმ სივრცეში, სადაც პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა, - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და აქვს ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა. „საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა. კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა. ეს სიმპტომები აქვს. არაფერი არ შეცვლილა კვების რაციონთან დაკავშირებით. მიუხედავად არაერთგზის საუბრისა და გაფრთხილებისა, არაფერი არ იცვლება, მაინც მოაქვთ იგივე კალორაჟის საკვები“, - განაცხადა ჩხაიძემ „ქრონიკასთან“. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გონების დაკარგვის ეპიზოდი დღესაც განმეორდა, რის დროსაც ის წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა, მაგრამ მედპერსონალის სწრაფმა დახმარებამ, ის გადაარჩინა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)