|
2023-05-03 17:31:08, 885 ნახვა
საზოგადოება
მარია თეოდურუ - მივესალმებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეების გაზრდას
საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიანი ელჩი მარია თეოდორუმ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეების 8-მდე გაზრდას დადებითად აფასებს. მარია თეოდორუსი აღნიშნავს, რომ ქუთაისიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ფრენების ზრდა ორი ქვეყანას შორის ურთიერთობებაზე, ასევე ხალხებს შორის მჭიდრო მიმოსვლაზე დადებითად აისახება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ,,ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლიდანაც ჩემს სამშობლოში, საბერძნეთში ორი ქალაქის მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი ფრენები. პირველად ვარ ამ თანამედროვე, ულამაზეს, გამწვანებულ და განახლებად ენერგიაზე ფოკუსირებულ აეროპორტში. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, რომლის დროსაც შევიტყვეთ, რომ 2023 წლის ბოლომდე ათენის მიმართულებით ფრენების კვირაში 5 სიხშირემდე გაზრდა იგეგმება, ხოლო სალონიკის მიმართულებით ფრენები სამი სიხშირით შესრულდება. მივესალმებით ამ სასიამოვნო სიახლეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მსურს ხაზი გავუსვა, ქუთაისის ათენისა და სალონიკის აეროპორტების მჭიდრო თანამშრომლობას. მინდა წარმატება ვუსურვო ქუთაისის აეროპორტს და მთლიანად საქართველო‘,-’განაცხადა მარია თეოდორუმ. მათივე ცნობით, საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საბერძნეთი უმნიშვნელოვანესი და მოთხოვნადი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტიდან და ათენისა და სალონიკის მიმართულებით საჰაერო ხომალდის საშუალო დატვირთვა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ შეხვედრას საელჩოს ეკონომიკური და კომერციული განყოფილების ხელმძღვანელი ხრისა თანასა ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ მათ აეროპორტში გამართული. თანამედროვე ადგილობრივი ხელოვანების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერეს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)