|
2023-05-03 16:43:40, 804 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი NDI-ის კვლევაზე - 86% არ ამბობს, რა პოლიტიკური განწყობები აქვს - ეს ნორმალურია ქვეყანაში, სადაც მამაოებსაც და პედაგოგებსაც უსმენენ
NDI-ის კვლევაში 86 პროცენტი რომ არ ამბობს, სატელეფონო გამოკითხვის დროს ვის აძლევს ხმას, რა პოლიტიკური განწყობები აქვს, ეს არის ნორმალური ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაოებსაც, პედაგოგებსაც უსმენენ,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს. ხაბეიშვილის განცხადებით, კვლევა ცხადყოფს, რომ "რუსულ ოცნებას" რეიტინგში, ყოველდღიური კლება აქვს. „IRI-ის კვლევა, რომელიც იგივე თვის არის, ამბობს, რომ 74-მა პროცენტმა უპასუხა, აქ მხოლოდ 14-მა პროცენტმა უპასუხა და 86 პროცენტი რომ არ ამბობს სატელეფონო გამოკითხვის დროს ვის აძლევს ხმას, რა პოლიტიკური განწყობები აქვს, ეს არის ნორმალური ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაოებსაც, პედაგოგებსაც უსმენენ და ამასობაში ეს კვლევა, რომ აღვიქვათ, მაგალითად IRI-ის კვლევით, სადაც „მთავარ არხს“ 14 პროცენტი ენდობოდა, 11 პროცენტი ენდობოდა „ტვ პირველს“, ამ კვლევით არის, რომ 8 პროცენტი ენდობა „მთავარ არხს“ და 3 პროცენტი ენდობა „ტვ პირველს“ და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ 14 პროცენტი არის გამოკითხულო და 86 პროცენტმა უარი განაცხადა ბოლომდე ინტერვიუზე. რაც შეეხება პრობლემებს ოპოზიციაში, ცხადია, ჩვენ მეტი მუშაობა გვმართებს, მაგრამ ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ „რუსულ ოცნებას“ საქართველოში ყოველდღიური კლება აქვს ე.წ რეიტინგში. მე კი საერთოდ მგონია, რომ მათ რეიტინგი საერთოდ არ აქვთ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი და დაშინებული ადამიანები, რომლებიც მათ შორის ტელეფონზე პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს და ესეც მხოლოდ 20 პროცენტი ყველა გამოკითხვით. ამიტომ, დიდი უმრავლესობაა, რაზეც მუშაობა შეიძლება და მე დარწმუნებული ვარ, პროდასავლური პარტიები იმუშავებენ ამ მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ „რუსული ოცნება“ არის დასრულებული. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება - ძალა ერთობაშია და უნდა გავიგოთ, რომ ამ ქვეყნის მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მიაქანებს რუსეთში",- ამბობს ხაბეიშვილი.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)