14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 14:10:39, 696 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე - „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტია არ აპირებს კანონპროექტის მიღებას, რომელიც „ლგბტ პროპაგანდის“ შეზღუდვას ეხება.

მდინარაძის თქმით, აღნიშნულს თავისი არგუმენტები აქვს, რომელთა შორის მთავარი არის ის, რომ ინიციატივა სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება.

„ქართულ ოცნებაში“, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი. პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს.

„ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება. გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ თქვენ რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით, შეიძლება ისარგებლებთ და მესამე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა.  აბსოლუტურად სხვა რამეა ადამიანების, ნებისმიერი ჯგუფის უფლების დაცვა, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ქვეყანა, არაერთი კანონია ამასთან დაკავშირებით მიღებული და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს. ამისგან რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა“,- დასძინა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მომზადება იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics