2023-05-03 12:49:17, 700 ნახვა
პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის 43% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 43% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.
შეკითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 43% - კარგად
- 43% - ცუდად
- 11% - არ ვიცი
- 3% - უარი პასუხზე

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
ავტორი: ექსპრესნიუსი,