|
2023-05-02 23:51:53, 772 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების გარანტორი ბიძინა ივანიშვილია
რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი დღეს საქართველოში, თუ ის იქნება გულწრფელი, აუცილებლად დაინახავს, რომ ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის და განვითარების გარანტორი ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ცვლილებები, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში განახორციელა, ქვეყანა ვერ შეიძენდა სტაბილურობის იმ ხარისხს, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. "რომელ პოლიტიკურ პოზიციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანი დღეს საქართველოში, თუ ის იქნება გულწრფელი, აუცილებლად დაინახავს და იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობიანობა და ის განვითარება, რომელსაც მიუხედავად ბევრი პრობლემისა, გამოწვევისა, ჩვენი ქვეყანა მაინც ახერხებს ამ ტურბულენტურ და მრავალი რყევით სავსე სამყაროში - ერთ-ერთი მთავარი გარანტორი ყოველივე ამისა არის ერთი ფაქტორი და ამ ფაქტორს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ, ვინც ვფიქრობთ - რომ არ ბიძინა ივანიშვილი, ის ცვლილებები 2012 წლის ოქტომბერში ვერ მოხდებოდა. რომ არა ის, როგორც პრემიერ-მინისტრი და შემდეგ როგორც პარტიის თავმჯდომარე, ეს ქვეყანა ვერ შეიძენდა სტაბილურობის იმ მინიმალურ ხარისხს, რომელიც საჭიროა მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის საპარლამენტო უმრავლესობა, ის მთავრობა, რომელსაც გვაქვს პატივი გავაგრძელოთ მისი საქმე და გავაგრძელოთ ამ ქვეყანაში იმ ღირებულებების გაძლიერება, რომლებზეც "ქართული ოცნება" დგას", - განაცხადა წულუკიანმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)