03:24 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 14:50:48, 1259 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ იწყება

ფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“ „თიბისის“ მხარდაჭერით 4 მაისს 20:00 საათზე, დაჯილდოებით გაიხსნება. ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, კონსტიტუციის 6/52-ში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გამოფენები განსხვავებულ ლოკაციებზე ჩატარდება, აქედან რამდენიმეს „თიბისი კონცეპტის“ სივრცე უმასპინძლებს.

“ქოლგა თბილისი ფოტო 2023” კვირეული მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ფოტო კვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, ასევე თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს, რაც სტუმრებს სასიამოვნო ემოციებსა და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. წლევანდელ ფესტივალში თემატიკა შეზღუდული არ არის, ჯამურად 726 ფოტო პროექტია წარდგენილი, ხოლო მონაწილეობას 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფი იღებს.

2023 წლის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის გახსნაზე გამოცხადდებიან გამარჯვებულები  სპეციალური პრიზის ნომინაციაში და შემდგომ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტო პროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. გამარჯვებულთა გამოსავლენად საერთაშორისო ჟიური მუშაობს, რომელშიც საქართველოს წარმოადგენს ფოტოგრაფი დინა ოგანოვა.

“ჩვენთვის განსაკუთრებულია ქოლგა თბილისი ფოტოს მრავალწლიანი უწყვეტი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქვეყნის ისეთ ძლერ ინსტიტუციასთან როგორიცაა „თიბისი“. მათი კონტრიბუცია განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა საქართველოში ფოტოგრაფიისა და ზოგადად ხელოვნების განვითარების საქმეში. ქოლგა თბილისი ფოტოს ყოველწლიურ მდგრად მიმდინარეობაში „თიბისის“ შესანიშნავი გუნდის თანამონაწილეობა მყარი განვითარების საფუძველია.” - ამბობს ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის დამფუძნებელი.

“გვიხარია, რომ ჩვენ და „ქოლგა თბილისი ფოტო“ კვირეული ჩვენს საერთო მრავალწლიან ისტორიას წელსაც ვაგრძელებთ. საქართველოს ფოტოგრაფიისა და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობა ამ ფესტივალის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწილია, მის საერთაშორისო ასპარეზსსა და საინტერესო ხელოვანების აღმოჩენის შესაძლებლობის გაზიარებასთან ერთად”-ამბობს მაკუნა თავბერიძე, „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი.

„თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში კულტურის და ხელოვნების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ 2004 წლიდან „თიბისი“  არის „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალის პარტნიორი და ხელს უწყობს ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ფოტოკონკურსი „ქოლგას“ 2023 წლის სრული პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე: https://kolga.ge/exhibitions





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics