14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 13:46:10, 733 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე „ოცნებას“ - თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში [ვიდეო]

თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს ღიად უპირისპირდება.

"13 აპრილს შედგა სამიტი, რომელიც იყო მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის მონაწილეობით. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იყო მიწვეული. საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ და ასევე, დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს. მე შემიძლია გითხრათ ყველას ერთად - თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში, ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ; თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს უპირისპირდებიან; თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო ნატო-ს წვრთნებში. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ოპოზიციის ვალდებულებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, უნდა ისაუბროთ ფაქტებით",- მიმართა დეკანოიძემ მმართველ პოლიტიკურ გუნდს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics