14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 13:10:26, 709 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში [ვიდეო]

29 აპრილს ჩატარდა შუალედური არჩევნები. მე მინდა მივულოცო ჩვენს თანაგუნდელებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც უფრო მაღალი აქტივობით და უფრო მაღალი მხარდაჭერით დაგვიდასტურეს ეს მანდატი და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ხელისუფლების პოლიტიკას მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ის, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, უნდა შეფასდეს, როგორც თავის არიდება საკუთარ პასუხისმგებლობაზე.

„12 ქვეყნიდან საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ ამ არჩევნებს და მათ დადებითად შეაფასეს ის სიახლეები, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. აქაც ხელისუფლებამ შეასრულა პირობა და წარმატებით დანერგა მნიშვნელოვანი სიახლე, ელექტრონული დათვლის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ რეფორმის პირველი ფაზა უკვე არის წარმატებული და ეს აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ.

ამ შუალედურმა არჩევნებმა გადაამოწმა ის კვლევებიც, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა სპეკულაციის საგანი. ის, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, უნდა შეფასდეს, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, თავის არიდება საკუთარ პასუხისმგებლობაზე, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში აქვს ყველა ოპოზიციურ პარტიას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ უპასუხისმგებლო ქცევას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics