14:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 13:02:12, 630 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საქართველო ყველანაირად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განხორციელებული რეფომებით ყველანაირად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული  სტატუსი არ მიიღოს,“- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ევროპლარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას იმასთან  დაკაავშირებით, რომ ქვეყნისთვის  სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. 

თბილისის მერის თქმით,  კონკრეტული ადამიანების  პოლიტიკური გეგმების და წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება  მაქსიმუმს გააკეთებს  12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.  

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან  საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics