15:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 14:22:24, 716 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი გრიგორიადისზე - ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლება ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება

კიდევ ერთხელ აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორობის პრობლემას საქართველოში, როდესაც ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლება,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მარტის აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული "კამპანიის" ერთ-ერთი მოწინავეა "სირცხვილია", რომელიც ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ფინანსდება. 

"საერთო ჯამში, ეს ჯგუფებიც აღიარებენ, რომ ეს აქციები თუ პროტესტი უკავშირდება არა იმ საკითხს, რომ უზრუნველყოფილი იყოს, ან იყოს განსაკუთრებული ყურადღება, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი იყოს, არამედ თავად ლოზუნგებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ "მე ვესროლე" და ასე შემდეგ ეს აჩვენებს, რომ ისინი ამართლებენ თავად "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას, ისინი ამართლებენ ადამიანისთვის ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას. [...]

პრობლემა არის ის, რომ ეს პროპაგანდა მათ შორის, ეს კამპანია, ფინანსდება ევროპული და ამერიკული წყაროებით, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კამპანიის, რომლის მთავარი შინაარსია, თუკი საჭიროა დაშვებულია პოლიციელს გადაასხა ბენზინი და წაუკიდო ცეცხლი, "მე ვესროლე" ამას ნიშნავს ხომ ეს კამპანია, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ სამართლიანია ეს, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ საჭიროა, დასაშვებია ცოცხალი ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ამ კამპანიას აფინანსებენ ევროკავშირის ფონდები და ამერიკული ფონდები. კერძოდ, "სირცხვილია" არის ერთ-ერთი მოწინავე ამ კამპანიისა, ვინაიდან დაფარულია დაფინანსებები, ცნობა არ გვაქვს, მაგრამ თავად აღიარებენ რომ მათ აფინანსებს ამერიკის დემოკრატიული ფონდი და ევროკავშირის, ევროპის დემოკრატიის ფონდი, შესაბამისად, ამერიკის გადასახადის გადამხდელების და ევროკავშირის მოქალაქეების გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდება აქ ისეთი იდეოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს, რომ ცოცხალ ადამიანს შეიძლება წაუკიდო ცეცხლი, თუკი ეს შენ საჭიროდ მიგაჩნია. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორობის პრობლემას საქართველოში, როდესაც ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლება",- განაცხადა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 1-ელ მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა იწყება. პროცესის პარალელურად, 16:00 საათზე სასამართლოსთან ასევე მისი მხარდამჭერი აქციაც გაიმართება.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics