15:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 13:17:07, 668 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ მის ტერიტორიასა და კომპანიებს სანქციების გვერდის ასავლელად არ გამოიყენებენ

ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ მის ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რათა რუსეთმა თავი აარიდოს ევროკავშირის სანქციებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. 

„ევროკავშირის სახელით რუსეთს დავუწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციები. ჩვენი მიზანია, რომ შევცვალოთ რუსეთის ქცევა და დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად.

რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი არის სანქციები. სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ხდება და ასევე, ჩვენ ამას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. 

ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ პროცესის აღსრულებაში სხვადასხვაგვარად არის ჩართული, როგორც საქართველო, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა სანქციებს და არა ყველას. ჩვენ საქართველოსგან ველოდებით, დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიასა და ქართულ კომპანიებს არ გამოიყენებენ, რომ თავი აარიდონ ჩვენს სანქციებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში",- ამბობს პაველ  ჰერჩინსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics