12:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 13:02:22, 721 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი „სქილვილ აკადემიაში“ პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ მონაწილეებს შეხვდა

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. 2023 წელს, პროგრამას კიდევ ორი სასწავლებელი დაემატა. მათგან ერთ-ერთს - „სქილვილ აკადემიას“ დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესტუმრა და პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. 

„ისწავლე და დასაქმდი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. მეორე მხარეს არის ბიზნესი, ვინც ეძებს კვალიფიციურ, გამოცდილ კადრებს. ამ პროგრამით გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესი პროფესიონალები და პარალელურად, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას, რადგან სრული სურათი გვაქვს, რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და რა მიმართულებით ეძებს კადრებს. 

პროგრამაში ექვსი კოლეჯია ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ვართ „სქილვილ  აკადემიაში“, რომელიც IT ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. აკადემიაში 400-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც მისასალმებელია. ეს არის მიმართულება, რომელსაც ასაკი არ გააჩნია და ყველა თაობის ადამიანს შეუძლია მონაწილეობა. კურსების ორი ვარიანტია  - შვიდთვიანი და სამთვიანი. მონაწილეები სრულად შეძლებენ აღნიშნულ პროგრამაში გადამზადებას და ხელი შეეწყობა მათ დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროგრამა    „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა და მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი, თბილისში რეგისტრირებული  მოთხოვნად  პროფესიებში მომზადება/გადამზადება  და დასაქმების ხელშეწყობა.

2018 – 2022   წლებში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6500-მდე მოქალაქემ და მათგან  დასაქმებულია 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული. 

მიმდინარე წელს პროგრამაში წარმოდგენილია 50-მდე პროფესიული სპეციალობა, რომელშიც 3000-მდე მოქალაქე გადამზადდება. 2023-2025 წლებში  დაგეგმილია ჯამში 10 000 მოქალაქის ჩართვა.

პროექტი ხორციელდება 6 სასწავლებელში. კერძოდ: კოლეჯი „მერმისი“, კოლეჯი „სპექტრი“, „გლდანის პროფესიული კოლეჯი“, კოლეჯი „იკაროსი“, „სქილვილ აკადემია“, სტუ-ს პროფესიული კოლეჯი. 

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ორ-სამ თვეს. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პროგრამის   კურსდამთავრებულებზე  გაიცემა  ორენოვანი სერტიფიკატი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics