|
2023-05-01 08:39:54, 896 ნახვა
მსოფლიო
სუდანში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამატებით 72 საათით გაგრძელდება
სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. სუდანის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება აშშ-ის და საუდის არაბეთის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. "საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი მოწოდებების საპასუხოდ, ვაცხადებთ ჰუმანიტარული ზავის გაგრძელებას კვირას შუაღამის მდგომარეობით 72 საათით, რათა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები, ხელი შევუწყოთ მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების გადაადგილებას და მივცეთ მათ საშუალება შეასრულონ თავიანთი საჭიროებები და მიაღწიონ უსაფრთხო ტერიტორიებს",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის პირობები არაერთხელ დაირღვა. 15 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა დედაქალაქ ხართუმიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სუდანში იმყოფებოდა საქართველოს 35-მდე მოქალაქეც, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც 27-28 აპრილს მოხერხდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)