15:47 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 19:05:05, 850 ნახვა

პოლიტიკა
„მოვდივარ“ - რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით "მოვდივარ" მიმდინარეობს. აქცია, რომლის მთავარი სლოგანიც არის "საქართველო უპირველეს ყოვლისა", მსახიობ ზაზა პაპუაშვილისა და მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით იმართება.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა, საიდანაც  სიტყვით გამომსვლელები შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ.

"ყველა ლაპარაკობს ჩვენი სახელით და ჩვენი სახელით ანგრევენ ამ ქვეყანას - სხვა ქვეყნის დიპლომატები იქნებიან თუ პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის სახელით ლაპარაკობენ. სად არის, ძმაო, ეს ხალხი? ჩვენ ვართ და ჩვენს საწუხარზე ჩვენვე უნდა ვილაპარაკოთ. რანაირად უნდა დამიგეგმო ამდენი უბედურება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ? ეს ცოტა მოტივაციაა, რის გამოც ჩვემ შეგვიძლია გამოვიდეთ და დავილაპარაკოთ? ამიტომ, ამ შეხვედრაზე ჩვენ ბევრ ფუნდამენტალურ საკითხს ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ გაკეთდება ისეთი აქცენტები, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი ხვალინდელი დღე. ცვლილება უნდა გამოვიწვიოთ ქვეყანაში. ჯერ ერთმანეთს მოვეხმაროთ გათავისუფლებაში. რამ დაძაბა ეს ხალხი, როგორ დააშინეს - ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ, მესამეს სჩადიან. რაღაც მცირე ჯგუფი ჭიანჭველებივით შემოესია ამ ქვეყანას და ისმის სულ ტყუილი, დამცირება...

მოვდივართ იმიტომ, რომ ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ; მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება; ავიცილოთ მზაკვრული ჩანაფიქრი მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ; შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა; მოვდივართ იმიტომ, რომ საზოგადოების ხმა იქცეს კამერტონად; ვილაპარაკოთ სიმართლე, დავძლიოთ ნიჰილიზმი და უიმედობა; არ გავატაროთ ამდენი უსამართლო შეურაცხყოფა და საკადრისი პასუხი გავცეთ ყველას; მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან, ხალხთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე. ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას; მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ... ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას და არა ომს; მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ და სადისტურ მისწრაფებებსა და გამოვლინებებს, ქვეყნის არევასა და დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებსა და სანქციებს... ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლების დაწყებამდე, მოქალაქეებმა სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე "ნაპოლის" თამაშს უყურეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics