|
2023-04-28 14:18:56, 1332 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ დაიწყო
"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადის მონაწილეების გადამზადება უკვე დაიწყო. 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 82 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში 13 განსხვავებულ პროგრამაზე მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, გაიარონ ტრენინგები, გამოცდილი მენტორების ჩართულობით იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე და განივითარონ ახალი უნარები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკზე სრულად არის მორგებული. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, წელს „ლიდერატორს” ორი ახალი პროგრამა - საბანკო სამართალი და ფინანსური და საინვესტიციო ანალიზი დაემატა. „საქართველოს ბანკის", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებას, უზრუნველყოს ისინი ახალი აღმოჩენებითა და წინსვლის შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, კომპანია უკვე მეშვიდე წელია აქტიურად ახორციელებს პროგრამა „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე, განახორციელონ საკუთარი იდეები, ამასთან, მიიღონ ანაზღაურება და შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. „ლიდერატორის“ უნიკალური ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა ხშირად სტუდენტების პირველ სამსახურადაც იქცევა, რაც მათთვის კარიერულ საფეხურზე სწრაფ ზრდას განაპირობებს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკის" გუნდში. პროექტი „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში უკვე 377-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 84%-მა კარიერა "საქართველოს ბანკში" განაგრძო. „ლიდერატორის“ ფარგლებში თითოეული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე Leaderator.bog.ge
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)